საზოგადოება
09/10/2023

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშობელს აქვს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, როდის მიიყვანს ბავშვს სკოლაში.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. იცით, საზოგადოებაში დიდი ინტერესია, მათ შორის მშობელთა ძალიან დიდი მომართვიანობაა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ საკითხის ცვლილება დავიწყეთ ორი წლის წინ და ყოველწლიურად ერთი თვით ვწევდით ვადას, რა ვადამდეც შესაძლებელია ბავშვების სკოლაში შეყვანა. ცვლილება შეხება 2024 წლის სასწავლო წელს. სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ამავდროულად, კანონში ასევ ვწერთ, რომ უკვე წინასწარ განჭვრეტადი იყოს ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრუდლება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში.

ეს ცვლილება, გადაწყვეტილება, შესაძლებლობა არ არის ნებაყოფლობითი. შესაბამისად, თუ მშობელი, ოჯახის წევრი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი იმ ასაკში არ არის სკოლისთვის მზად, ბუნებრივია, ბაღებში რჩება ვალდებულება და მას შეუძლია, ბავშვი დატოვოს ბაღში და ერთი წლის შედეგ მიიყვანოს სკოლაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023