საზოგადოება
03/07/2020

აბასთუმანში მრავალფუნქციური ავტოსადგომი აშენდება

აბასთუმანში ავტოსადგური და ღია ავტოსადგომი მოეწყობა.

მშენებლობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევის მომსახურების შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

იგეგმება მრავალფუნქციური ავტოსადგომის და მისი ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.

მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს ავტოსადგურის, ღია ავტოსადგომისა და ხიდის (ან ხიდების) დეტალური პროექტი, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების, ასევე ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023