საზოგადოება
03/07/2020

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კმ წელს გაიხსნება

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება.

ახლად აშენებული გზა პრემიერმა ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.

გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო.

„ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე ეს გზა ფაქტობრივად სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალისა და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს, ამ ზაფხულს, შემოდგომამდე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, რომელიც უდიდესი დისკომფორტის შემქმნელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში და ახალ წლამდე, ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ახალი 2 ზოლის მშენებლობა ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 200,255 მლნ-დეა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023