საზოგადოება
08/07/2020

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა – სოკარი შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს

კომპანია „სოკარი“ განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სპორტულ თავგადასავალს თბილისის ზღვის კლუბმა უმასპინძლა.  "ახალგაზრდული მედია კავშირმა" "საქართველოს  საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან ერთად", ჩვენს რეგიონში პირველად, ინტეგრირებული რეგატა გამართა.

მონაწილეებს ინსტრუქტაჟი პროფესიონალმა აფროსნებმა ჩაუტარეს. ამ სფეროში საკუთარი თავი 16-მა ადამიანმა გამოსცადა. გამოვლინდა 4 გამარჯვებულიც, რომელთაც დიპლომები და მედლები გადაეცათ.

რამდენიმე დღიანი ინტერვალის შემდეგ, შშმ პირთათვის „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე სტარტი აიღო ინტეგრირებულმა ველომარათონმა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „აჰილესი“.

აქტივობა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში გაიმართა და მიეძვნა საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია „აჰილესის“ ოფიციალური წამომადგენლობის „აჰილეს თბილისი ჯორჯიას“ დაფუძნებასა და პარასპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ  პარაველოფედერაცია შექმნეს დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ინტეგრირებულ ველომარათონში მონაწილეობა მათთან ერთად პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმაც მიიღეს.  

პროექტი ხელს უწყობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

უკვე ორი წელია, კომპანია „სოკარი“, „ევროპაბეთთან“ ერთად მხარს უჭერს პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს .

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023