საზოგადოება
15/12/2021

ალეკო ელისაშვილი: ხალხი წელში წყდება, გაჭირვებისგან ისე აქვთ ქამრები შემოჭერილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფინასთა მინისტრს მიმართავს კითხვით, მცირდება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები და ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, რატომ აღარ ახსენებენ -"ქამრების შემოჭერას". 

"წლების წინ, ბიუჯეტის განხილვის დროს ყოველთვის ახსენებდნენ ასეთ ტერმინს - "ქამრების შემოჭერა". ახლა საერთოდ აღარც ისმის. 2022 წლის ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს"? ქვეყანა და ხალხი გაჭირვებისგან წელში წყდება, ისე აქვთ შემოჭერილი ქამრები, მთავრობას ამისი არაფერი ეტყობა", - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს. 

დეპუტატმა თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ოკუპირებული ქვეყნისთვის ძალიან მცირეა. 

"თავდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი აღმაშფოთებლად არასაკმარისია. არ ვიცით უკრაინასთან მიმართებაში რა მოხდება, მაგრამ რუსეთის მეორე საკბილო ჩვენ ვართ. ჩემი აზრით ეს ბიუჯეტი არ არის ოკუპირებული ქვეყნისთვის საკადრისი. რეალურად საბრძოლო მოქმედებაში ვართ, გაჩერებული და გაყინული კი არის, მაგრამ აქვე არიან, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ჯარი არ არის სოციალური პროექტი, მხოლოდ ხელფასები ვარიგოთ. არც ხელფასებია ბევრი. შეიარაღება თუ არ შეისყიდა ხელისუფლებამ ჯარისთვის, გვეყოლება უბრალოდ ანაზღაურებადი ადამიანები სახელმწიფო სამსახურში", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023