საზოგადოება
04/10/2023

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.5 მილიონ ლარზე მეტია.
 
სახლ-მუზეუმის კომპლექსი სამი შენობისგან შედგება - ისტორიული მუზეუმის შენობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლი.
 
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია კომპლექსში შემავალი სამივე შენობის რეაბილიტაცია/რესტავრაცია და შიდა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამ დროისთვის პრაქტიკულად დასრულებულია რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი და დარჩენილია შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
 
პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023