საზოგადოება
23/03/2020

ამირან გამყრელიძე: მარნეულის შემთხვევა პირველია, როცა წყაროზე ვერ გავედით – ეს გახლავთ შიდა გადაცემა

ეს პირველი ფაქტია, როდესაც ვერ გავედით წყაროზე და დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ შიდა გადაცემა, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე რცება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პაციენტის დის სინჯებზე პირველი პასუხი საეჭვოდ დადებითი იყო, მეორედ უარყოფითი, ხვალ მას ვლავ ჩაუტარდება ტესტი.

„მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამავე დროს მარნეულში ეს ე.წ. შიდა გადაცემის შემთხვევა ფიქსირდება, სადაც შესაძლოა, იყოს დაზიანებული ჯგუფი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც გამკაცრდა ასევე თვითონ მარნეულსა და ბოლნისში კიდევ ღონისძიებები. დაახლოებით 90 ადამიანი იდენტიფიცირებულია, ვინც იმ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. პლუს დაახლოებით 25-მდე გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომლებიც იმ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კარანტინში არიან და განაგრძობენ მუშაობას კარანტინის პირობებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023