საზოგადოება
05/01/2022

ამირან გამყრელიძე: "ომიკრონმა", შესაძლოა, პოპულაციური იმუნიტეტი გამოიწვიოს, ან მუტაცია განიცადოს

ჯანდაცვის სექტორში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", შესაძლოა, პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, "ომიკრონმა" შესაძლოა, პოპულაციური იმუნიტეტი გამოიწვიოს, ან მუტაცია განიცადოს. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში "ომიკრონის" 253 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა შესაძლოა 3-4-ჯერ მეტი შემთხვევაც იყოს.  17%-ში რეინფიცირებაა. 67% სრულად ვაქცინირებულია, 8 ბუსტერ დოზით ვაქცინირებულიც დაინფიცირდა. ჰოსპიტალიზაცია კი, მხოლოდ 5 ადამიანს დასჭირდა, აქედან 3-ს მხოლოდ თანმხლები დაავადებების გამო. შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს. "ომიკრონი" ძირითადად ახალგაზრდებშია გავრცელებული. იწყება ახალი შტამის შიდა გავრცელებაც. 

"იანვარში ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა გვექნება, რაც გამოწვეული იქნება "ომიკრონით". ჯანდაცვის სისტემა მზად არის. ვფიქრობ, ქვეყანა ამ ახალ შემოტევას უნდა გაუმკლავდეს. არ არის გამორიცხული, "ომიკრონი" იყოს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი აგრესიულობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს პოპულაციური იმუნიტეტი, რა თქმა უნდა აცრებთან ერთად. ომიკრონთან ბრძოლის ძირითადი რეკომენდაციაა ბუსტერი. რადგან, განსაკუთრებით "ფაიზერით" ბუსტერიზირებულ მოსახლეობას აქვს მყარი დაცვა "ომიკრონთან" მიმართებაში. მაგრამ, მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის და შესაძლებელია, ამ ვირუსიმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა  ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია აცრა, რომელმაც პანდემია უნდა დაასრულოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უფროსი ასაკის მოსახლეობის აცრას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ასაკის მოსახლეობაში გვქონდეს 90%-იანი აცრა. თუ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ, ქვეყანაში სიკვდილიანობა რადიკალურად შემცირდება. ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

რაც შეეხება გლობალურ ეპიდსიტუაციას, ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

"პანდეემის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყოველდღიურად. ეს ყველაფერი ახალი შტამის, "ომიკრონიდან" გამომდინარეა. ახალი შტამი "დელტა" შტამს ეტაპობრივად ანაცვლებს. "ომიკრონი" ძალიან სწრაფად ვრცელდება, მისი გავრცელების სისწრაფე 3-4ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე არსებული შტამების. განსაკუთრებით ვრცელდება ახალგაზრდა ადამიანებში. რეინფიცრების პროცენტი მაღალია. ის გვერდს ვერ უვლის იმ ვაქცინებს, რომელიც გამოყენებულია, მხოლოდ ბუსტერია ეფექტი. ბუსტერი ვისაც აქვს გაკეთებული, შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი. თუმცა, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, გლობალურად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. შემცირების ტენდენცია აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელს", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება საქართველოშიც. ის ამ ეტაპზე შესაძლოა გამოწვეული იყოს "ომიკრონით" ან წინასაახალწლოდ მობილობის ზრდით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023