საზოგადოება
28/12/2021

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე: წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ

ჯანდაცვის სექტორი გეგმავდა, რომ წელს მოსახლეობის 60% ყოფილიყო კოვიდვაქცინირებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ 60%-ის ნაცვლად 40% იქნება ორჯერადად აცრილი. 

"გიდასტურებთ, წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70%-ზე ასვლა. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გვქონდეს 90%-იანი მოცვა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

რატომ ვერ სრულდება წლის ბოლომდე გეგმა, ამირან გამყრელიძის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზია, მათ შორის მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია, აგრეთვე განათლების საშუალო დონის პრობლემები. 

"ერთი მიზეზი არ არის, ბევრია და ეს სამსჯელოა, განსახილველია. პირველი, დავაკელით და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან,  მეორე, სამწუხაროდ ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე, ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023