საზოგადოება
12/10/2023

"ანდიო ლენდი" ახალი ატრაქციონების დამატებას გეგმავს

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გახსნილ სივრცეს, რომელიც, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, ასევე ტიპიური განვითარების ბავშვებზეა მორგებული, ახალი ატრაქციონები შეემატება.

როგორც „ანდიო ლენდის“ თანადამფუძნებელმა ილიკო თვალიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მულტიფუნქიურ პარკს უახლოეს კვირებში 2 სახის ზიპლაინი შეემატება. წელს პარკს მოტორიკის ბილიკიც დაემატება.

სამომავლო გეგმებში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ადაპტირებული ლაბირინთისა და ორმეტრიანი აიწონა-დაიწონას დამატებაც შედის.

როგორც ილიკო თვალიაშვილი აცხადებს, ატრაქციონების ჩამონათვალი, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გრძელვადიან პერიოდში კი, „ანდიო ლენდი“ გაფართოებას და მულტიფუნქციური გასართობი სივრცეების გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ანდიო ლენდი“ 16 სახის საქანელას, გონების სავარჯიშო თამაშობებს (ანბანი; ფაზლები), ბურთების აუზსა და სხვა ატრაქციონებს აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023