საზოგადოება
10/10/2023

"ანდიო ლენდს" სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მოწყობილ მულტიფუნქციურ სივრცეს - „ანდიო ლენდს“ სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

როგორც „ანდიო ლენდის“ თანადამფუძნებელმა ილიკო თვალიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარკში ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად მზარდია და ამ ფონზე, სამომავლოდ, სივრცეში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის დასაქმებაც იგეგმება.

„სულ სამი თვეა გავიხსენით. პირველ თვეებში დიდი აქტივობა არ გვქონია, რადგან ხალხი დასასვენებლად იყო წასული, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი პატარა გვსტუმრობს. სივრცე მოწონებას მშობელებშიც იმსახურებს და გვპირდებიან, რომ აუცილებლად გვესტუმრებიან კიდევ,“ - აცხადებს ილიკო თვალიაშვილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“  ბავშვების მშობლებმა განუცხადეს,მსგავსი სივრცის არსებობა ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყველა ბავშვი უნდა თამაშობდეს და მათთვის არ უნდა იყოს შეზღუდული გარემო, რომ იმოძრაონ, გაერთონ,ერთმანეთში ურთიერთობა ჰქონდეთ. ეს, როგორც სოციალური უნარების განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მოტორული უნარების განსავითარებლად. ეს ყველაფერი კი ამ სივრცეში იგრძნობა.

როგორც ვიცი, "ანდიო ლენდს" კიდევ ბევრი ატრაქციონი უნდა შეემატოს. ვისურვებდი, რომ ასეთი სივრცეები მომრავლდეს,“ - განაცხადა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანდიო ლენდი“ 16 სახის საქანელას, გონების სავარჯიშო თამაშობებს (ანბანი; ფაზლები), ბურთების აუზსა და სხვა ატრაქციონებს აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023