საზოგადოება
15/10/2021

ანდრია ბასილაია: 2-3 წელში მზად ვიქნებით, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაზე ვიმსჯელოთ

ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს. ნარჩენებთან დაკავშირებული პროექტი რამდენიმე წლიან პერსპექტივაში განხორციელებადია. ამის შემდეგ კი, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე დაიწყება მსჯელობა. 

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად, სესხის 3 მლნ ევროთი გაზრდაზე მსჯელობენ. 

"სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან გვყავს კონსულტანტი, რომელთან ერთადაც გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, ამ გეგმის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სწორედ ეს ქარხანა. თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უკვე რამდენიმე წლიან პერსპექტივაში განხორციელებადი პროექტი. ვფიქრობ, დაახლოებით 2-3 წელიწადში უკვე მზად ვიქნებით, ვიმსჯელოთ რა ტიპის ქარხანა სჭირდება თბილისს", - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

მისი თქმით, კონსულტანტის რეკომენდაციაა, ქარხნის მშენებლობის პროექტი იყოს ppp, ან სრულად კერძო.

რაც შეეხება თბილისის მყარი ნარჩენების პროექტს, ამასთან დაკავშირებით 2018 წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბანკმა საქართველოს 15 მლნ ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. 

აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს შემდეგი საინვესტიციო კომპონენტების განხორციელებას:

  • მყარი ნარჩენების შემგროვებელი ავტომობილების პარკის განახლება
  • არსებული მყარი ნარჩენების გადამზიდი სადგურის განახლება
  • თბილისის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სესხის ფარგლებში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყო 4.3 მლნ ევრო. თუმცა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული თანხა საკმარისი არ არის და სისტემისმოსაწყობად დაახლოებით 7.4 მლნ ევრო უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ცვლილება შედის პროექტში და სესხი 3 მლნ ევროთი მეტით იზრდება. ჯამურად, სესხი შეადგენს 18 მლნ ევროზე მეტს. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის დეკემბერი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023