საზოგადოება
04/12/2020

ანტიგენის სწრაფი ტესტი შესაძლოა სააფთიაქო ქსელშიც იყოს ხელმისაწვდომი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტი სააფთიაქო ქსელშიც იყოს ხელმისაწვდომი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული თუ არსებული ამბულატორიების რესურსი აღარ იქნება საკმარისი ტესტების ჩასატარებლად.

„არ არის გამორიცხული ანტიგენის სწრაფი ტესტი სააფთიქო ქსელშიც იყოს ხელმისაწვდომი. თუ ვნახავთ, რომ ორმოცი დაწესებულება არ ჰყოფნის, რიგებია და მოთხოვნილება დიდია, შესაძლოა, ეს ვარიანტიც განხილული იქნეს, მაგრამ არა ყველა აფთიაქში. ეს შეიძლება დავუშვათ მხოლოდ იმ აფთიაქში, სადაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი სივრცის გამოყოფა.

თუმცა, ჩვენ ვზრდით იმ ამბულატორიული დაწესებულებების რაოდენობას,რომლებიც აკეთებენ ანტიგენის ტესტებს. საერთო ჯამში, თბილისში 120-მდე ამბულატორიული დაწესებულებაა. მათგან 40-ს აქვს ხელშეკრულება დაავადებათა კონტროლის ცენტრთან,რომელიც აძლევს მათ ტესტებს და შემდეგ უხდის ფულს თითოეული ტესტების ჩატარებაში.ვფიქრობ, გაიზრდება ამბოლატორიული დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც შესაბამის კონტრაქტს გააფორმებენ. თუ ძალიან მასობრივი ტესტირება დაგჭირდება, შესაძლოა, ყველაფერზე ვიფიქროთ.“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023