საზოგადოება
06/09/2023

"აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია კულინარიაა"

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა, გასული წლის აპლიკანტების რაოდენობას სავარაუდოდ გადააჭარბებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, მარიამ შოთაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ამჟამად რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა, გასული 2022 წლის სრულად რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობის ტოლია, თუმცა ვარაუდია, რომ რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში მეტად გააქტიურდება და გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს გადააჭარბებს.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, შოთაძის განმარტებით, აღნიშნული ორი პერსპექტივით განიხილება -  ერთი აპლიკანტების მოთხოვნის, ხოლო მეორე დასაქმების.

"დასაქმების მაჩვენებელზე როდესაც ვსაუბრობთ, კურსდამთავრებულთა კვლევას ვეყრდნობით. ბოლო კვლევის მაჩვენებლის საფუძველზე, სამშენებლო და საინჟინრო, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, ამასთან კულინარიისა შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამებია ყველაზე მოთხოვნადი.

ხოლო აპლიკანტებს შორის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორისაა, კულინარია, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, ამასთან  ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების პროგრამები.“-აცხადებს შოთაძე.

რაც შეეხება, კადრების გადინების პრობლემას, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს უფროსის განმარტებით, აღნიშნული კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ თემაზე აქტიური მუშა პროცესი მიმდინარეობს და მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს გადინების პრობლემა შემცირდება.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის პროფესიული კოლეჯებით რეგიონალური დაფარვა სრულადაა განხორციელებული და უახლოეს მომავალში მუნიციპალური დაფარვაც სრულად მოხდება.

ცნობისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება. მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023