საზოგადოება
14/09/2023

"არ შეიძლება ერთი ხელით ოჯახში საკვები მიგქონდეს და მეორეთი წამლავდე, არალოგიკურია"

მოცურების ჯაჭვები ან ზამთრის საბურავები განსაზღვრულ ზონებში ზამთარში სავალდებულო ხდება და მათ გარეშე მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება.

როგორც "გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელი დავით მესხიშვილი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ აცხადებს, აღნიშნული ცვლილება საჭიროა საპატრულო პოლიციისათვის, რათა იმ ავტომობილებისათვის შემაკავებელი ბერკეტი ჰქონდეთ, რომლებიც მოყინულ ადგილებში ზაფხულის საბურავებით გადაწყვეტენ შესვლას.

რეგულაციაზე საუბრისას, მესხიშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილებისას, საჭიროა საზოგადოებისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, რომელიც ცნობიერების ამაღლებაზე იქნება გათვლილი, რადგან საზოგადოების ინფორმირებულობა აღსრულების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.

"ზოგადად, ნებისმიერი რეგულაციის შემთხვევაში, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ერთი ხელით ოჯახში საკვები მიგქონდეს  და მეორე ხელით ოჯახს წამლავდე, ამაში ლოგიკა არ არის.

ამჟამად, 4 ქალაქში 10 ეკიპაჟი მოძრაობს, რომელიც კანონის აღსრულებას განახორციელებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ამიტომაა საჭირო საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა.

ამასთან, არსებობს ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ავტომობილების უკონტაქტო მონიტორინგია შესაძლებელი." -აცხადებს მესხიშვილი.

როგორც "გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელი განმარტავს, ადამიანები ხშირად ტექინსპეტირებისათვის ერთჯერად მანიპულაციებს ახორციელებენ ხოლმე, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა და ავტომფლობელს ეცოდინება, რომ გზაში გააჩერებენ, ამ შემთხვევაში ერთჯერადი მანიპულაციები ძალას დაკარგავს.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში 2023 წლის საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. რეგულაციის მიზანი, როგორც ინიციატორი ამბობს, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდება და სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებაა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023