საზოგადოება
30/03/2022

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - მთავრობამ ახალი პროგრამა დაამტკიცა

"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - მთავრობამ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პრემიერის ხელმოწერით შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

პროგრამის მიზანია: ბათუმში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა; დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება; ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება. 

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში); იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავარიული სტატუსის მქონე შენობ(ებ)ის/ფართების  მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

დადგენილების თანახმად, ამ პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 000 ლარს. 

დეველოპერულმა კომპანიამ პროგრამაში მონაწილეობა რომ მიიღოს, უნდა წარადგინოს მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება, ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, გასცეს კრედიტი. 

კრედიტი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერული კომპანია ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ 500 კვ/მეტრს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობები ავარიულია, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საექსპერტო დაწესებულების/ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით და პროექტის დასრულებას უზრუნველყოფს პროგრამის შესაბამისად გაცემული არაუმეტეს 20 000 000 ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023