ფოტო: ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
საზოგადოება
21/09/2023

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, 30 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრამდე, მე-10 საიუბილეო სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავს.

ტრადიციულად, 9 დღის განმავლობაში, ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.

საიუბილეო ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს.ცნობილი ხელოვანები უნივერსალური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდებიან სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

ფესტივალის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმული

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023