საზოგადოება
03/06/2023

"ჩვენ გვჭირდება, რომ საწარმოებსა და კოლეჯებს შორის მეტი ნდობა იყოს“ - კოლეჯი "მოდუსი"

„ჩვენ გვჭირდება, რომ საწარმოებსა და კოლეჯებს შორის იყოს მეტი ნდობა.“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, ნინო ქავთარაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიზნესები მუდმივად დგანან კადრების გადინების პრობლემის წინაშე. პროფესიული განათლების ევროპული მოდელი კი სრულადაა დაფუძნებული  საგანმანათლებლო დაწესებულების ბიზნესებთან თანამშრომლობაზე.

აღნიშნული კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს რუსთავში არსებულ ადგილობრივ საწარმოებთან.

ამას გარდა, შესარჩევი გამოცდის კომისიაში, ერთ-ერთი წევრი ბიზნესის წარმომადგენელია , რომელიც კადრს პროფესიულ კითხვებს უსვამს, ეს ეხება როგორც მომზადება-გადამზადების პროგრამებს, ასევე სხვა სასწავლო პროგრამებსაც.

„ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც კადრის მომზადების პროცესში ჩართულობაზე ძალიან დიდ ინტერესს გამოთქვამს. ვინაიდან, მომზადებული კადრი, სამომავლოდ თავადვე გამოადგებათ. „ -აცხადებს ქავთარაძე.

ქავთარაძის მტკიცებით, მნიშვნელოვანია რეგიონებში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, განსაკუთრებით იმ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ქართულად მაუწყებელ არხებს ფაქტობრივად არ უყურებენ, ამიტომ როგორც კოლეჯის დირექტორი აცხადებს, ასეთ ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია.

მისი ინფორნაციით,მარნეულში ენის ბარიერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ ეტაპზე, როდესაც კოლეჯში სტუდენტი შემოდის, ის გარკვეულ ქართული ენის მოდულს გადის, თუმცა უახლოეს პერიოდში, სასწავლო პროგრამაში ქართული ენის პროგრამის დამატება იგეგმება .

ცნობისთვის, კოლეჯი „მოდუსი „  ბაზარზე ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. ერთი ფილიალი რუსთავშია, ხოლო მეორე ფილიალმა, 2021 წელიდან ქვემო ქართლის, ქალაქ მარნეულში დაიწყო ოპერირება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023