საზოგადოება
05/01/2021

COVID-ის ძველი და ახალ შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში განსხვავება არ არის - პაატა იმნაძე

კორონავირუსის ძველი და ახალ შტამის კლინიკურ მიმდინარეობას შორის განსხვავება არ არის, - შტამების მსგავსებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ბრიტანეთში ახალი სტამის გამოვლენის შემდეგ საქართველომაც დაიწყო მისი შესწავლა. 

"ვნახეთ საქართველოს ყველა ლაბორატორიაში საეჭვო დადებითი შემთხვევები. საეჭვო დადებითი შემთხვევაა, როდესაც სამი გენიდან, რომელიც PCR ტესტში გამოიყენება სამიზნედ, ორი არის დადებითი და ერთი არ არის დადებითი. საქართველოში ასეთი იყო სამი შემთხვევა რამდენიმე ათასიდან. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც იყო საქართველოში, სამივე გენზე დადებითი იყო“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ახალი შტამით, დეკემბრის მეორე ნახევარში დაინფიცირებულ ერთ პაციენტზე აღნიშნა, რომ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა ჰქონდა ურთიერთობა მოგაზურობის მქონე ადამიანთან.

"ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია, ყველამ გაიარა იზოლაციის 14-დღიანი ვადა. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში, რომელთანაც ახალი შტამის მქონე პაციენტს ჰქონდა ურთიერთობა, მიმდინარეობს მისი სეკვენირება. [ირველი კონტაქტი საქართველოში აღარ არის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023