საზოგადოება
01/09/2022

დაამატე თიბისის ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ციფრული ბანკის საშუალებით

დღეს, 1 სექტემბრიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთო. თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ბარათს მიაბან.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, თიბისის ციფრული ბანკის მეშვეობით და ასევე საბანკო სივრცეში ვიზიტით. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება  შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

  • თბილისის მეტრო
  • თბილისის ავტობუსი
  • თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
  • თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე  საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“- განმარტავს თიბისის გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გოგია.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023