საზოგადოება
10/02/2021

დამსაქმებელთა ასოციაციის განათლების კომიტეტს ახალი შემადგენლობა ჰყავს

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ განათლების კომიტეტის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარედ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანია „გუდვილის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი დაინიშნა.  განახლებული კომიტეტი მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის შესამცირებლად პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.

კერძოდ,მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება, პროფესიული პროგრამებისა და დუალური სწავლების ძირითადი ასპექტების შესახებ ბიზნესის ინფორმირება,საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა, მოსწავლისა და მასწავლებლის დონეებზე პროფესიული განათლების პოპულარიზება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ლაბაძე მიესალმება იმას, რომ  განახლებული კომიტეტის წევრობით ასოციაციის  წევრი განსხვავებული სექტორების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

„მსგავსი შემადგენლობა საშუალებას მოგვცემს, განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლების ადამიანური რესურსების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაცია გვქონდეს. შესაბამისად, შევძლებთ ჩვენი მუშაობა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებთან იყოს უფრო ეფექტური.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულება პროფესიული განათლებაა. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე მისი განვითარება, ვინაიდან პროფესიული განათლების მიზანი სწორედ კერძო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვართ სახელმწიფოსთვის სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს კომიტეტის მუშაობა,“ - განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023