საზოგადოება
30/04/2021

დავით ნარმანია: მომდევნო 3 წელში GWP-ის ქსელის დაზიანების რისკები შემცირდება

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო 3 წელში GWP-ის ქსელის დაზიანების რისკები შემცირდება.

დავით ნარმანიას განმარტებით, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიისგან 200 მილიონ ლარამდე ინვესტიცია შეითანხმა, რამაც GWP-ის ქსელის მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

„GWP არის მონოპოლისტი, მარეგულირებლის როლი კი არის სწორედ მისი საქმიანობის მონიტორინგი. იქედან გამომდინარე, რომ ქსელი არის საკმაოდ დიდი, მისი გამოცვლა დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. ამის შესაძლებლობა არ არის და ქსელის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენ გასული წლის ბოლოს 200 მილიონ ლარამდე ინვესტიცია შევითანხმეთ, შემდეგი სამი წლის განმავლობაში. რამაც ქსელის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს და აქედან გამომდინარე, ავარიების რისკი უნდა შემცირდეს. ავარიების რაოდენობის შემცირება არის კრიტერიუმი, რომლითაც ამ კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობას ვაფასებთ,“ - განმარტა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

„GWP-ის ქსელის დიდი ნაწილი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდშია აშენებული თანდათან გამოდის მწყობრიდან, რის გამოც იზრდება ცალკეული მიმართულებით ავარიები. სარეაბილიტაციო პროექტები და ქსელის გამოცვლა სწორედ იმ უბნებში მიმდინარეობს, სადაც ყველაზე ხშირია ავარიები, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023