საზოგადოება
07/09/2023

დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი.

ამას გარდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უკვე გაიწმინდა 34 მისამართზე:

ბელიაშვილის ქუჩაზე, მაჭავარიანის, ასევე, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზაზე; ბერიტაშვილის, ცხვედაძის, აბაშიძის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირზე, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ; ცინცაძის, ზაქარიაძის, სვანიძის ქუჩებზე, წყნეთში - რუსთაველის ქუჩაზე, დოლიძის, ნოზაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე; სარაჯიშვილის გამზირზე, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ; შენგელიას, ბოჭორიშვილის, ბენდელიანის, ჯავის ქუჩებზე, გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში; შეშელიძის, კობის, თიანეთის, ასევე, კაპანაძისა და ღოღობერიძის ქუჩებზე; კახეთის გზატკეცილი N50-ის მიმდებარედ, მარუაშვილის, აბაშვილის, ციხისძირისა და გუდარეხის ქუჩებზე.

აგრეთვე, რამდენიმე ლოკაციაზე ცენტრალური კოლექტორის ვიდეოკამერით დათვალიერება მოხდა.

ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023