საზოგადოება
03/12/2020

დღეიდან Covid-19-ის ტესტირების გაფართოებული პროგრამა დაიწყო

დღეიდან Covid-19-ის ტესტირების გაფართოებული პროგრამა დაიწყო.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თამარ გაბუნიას განმარტებით, სიმპტომური პაციენტებისთვის ანტიგენით გაფართოებული ტესტირების გაკეთება ა 300-მდე დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება,ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ის დაწესებულებები, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამაში, დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვისა და ოჯახის ექიმის მიმართვით მისული ადამიანებისთვის, ასევე შესაძლებეელი იქნება თვითდინებით მისული პირების გამოკვლევაც.“-განმარტა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ტესტირების პროგრამა პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. მთავარი აქცენტები კი კვლავაც დიდ ქალაქებზე კეთდება. მათ შორისაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი.

„ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ანტიგენის ტესტები, რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოიყენება არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიციური ორი ტესტიდან ერთ-ერთი და მისი ხარისხი ძალიან მაღალია.“-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023