საზოგადოება
01/12/2021

დღეიდან "მწვანე ბარათი" ამოქმედდება

დღეიდან განსაზღვრულ დაწესებულებებში "მწვანე ბარათის" წარდგენის გარეშე შესვლას ვერ შეძლებთ. 

ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. 

მწვანე ბარათის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე ბარათის" პრინციპით შესვლას შეძლებენ: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე ბარათის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

"მწვანე ბარათის" არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023