საზოგადოება
24/10/2023

დუშეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დუშეთის წყლის სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „გზა“ - ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ.

დუშეთში არსებული წყლის სისტემის ნაწილი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი,   რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და  რეზერვუარებს. 

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 37 მილიონამდე ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023