საზოგადოება
11/03/2021

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ პარტიას 13 მარტიდან მიიღებს

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას კვირის ბოლოდან მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 13 მარტიდან საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ქვეყანა პირველ ეტაპზე ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

გარდა ამისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ pfizer-ის ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023