საზოგადოება
05/08/2023

"ემოციური ფონია გასაგებია, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება"

ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება - განუცხადა ჟურნალისტებს შოვში „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უწყებები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ხდება, როგორ ტარდება სამუშაოები, აქედან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტურები ისინი არიან.

„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარების კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით, მე არ შევალ დეტალებში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს მე არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023