საზოგადოება
02/12/2020

ენტონი ფაუჩი ვაქცინაზე: დახმარება გზაშია

„დახმარება გზაშია, მაგრამ ის ჯერ აქ არ არის,“ - განაცხადა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ Facebook-ის გენერალურ დირექტორთან მარკ ცუკემბერგთან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰორიზონტზე ჩანს, ფაუჩიმ ვაქცინის გამოსვლამდე ხალხს მოუწოდა, არ მოადუნონ ყურადღება და დაიცვან წესები.

მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის ისეთი ფუნდამენტური ღონისძიების დაცვის მნიშვნელობას, როგორებიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, შეკრებების თავიდან აცილება, ხელების დაბანა. მან ყურადღება უნივერსალური ნიღბების ტარების აუცილებლობაზე გაამახვილა, რადგან მისი თქმით, ვირუსს ავრცელებენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ავად არ გამოიყურებოდნენ.

„ახლა ინფექციის გამავრცელებლები არიან ადამიანები, რომლებიც სიმპტომების გარეშე არიან და ინფიცირებულთა დაახლოებით 40-45% უსიმპტომოა. ჩვენ ვიცით, რომ დაინფიცირებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფიცირდება იმ ადამიანისგან, ვინც თავადაც არ იცის, რომ ინფიცირებულია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ფაუჩი მოახლოებულ დღესასწაულებზე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით მაქსიმალურად შეამცირონ მოგზაურობა და სახლშიც მხოლოდ ახლო ნათესავები შეიკრიბონ.

„ეს შობის, ახალი წლისა და ჰანუკას დღესასწაულების ტრადიციას ეწინააღმდეგება, ნამდვილად კარგია მეგობრებთან ერთად ბუხართან ჯდომა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს იდეალური გარემოა უსიმპტომო ადამიანებისთვის, რომ უნებლიედ გახდნენ სხვების დაინფიცირების მიზეზი,“ - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ცნობისთვის, ფაუჩის თქმით, ამერიკელებს ვისაც კორონა ვირუსის ვაქცინის გაკეთება სურთ, ამის შესაძლებლობა მომავალი წლის აპრილში ან მაისში მიეცემათ. მისი განმარტებით, მაღალი პრიორიტეტების მქონე პირები - მათ შორის აუცილებელი მუშაკები, ჯანდაცვის პროვაიდერები და მაღალი რისკის მქონე პირები, პირველები მიიღებენ ვაქცინას დეკემბერში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023