საზოგადოება
02/08/2023

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU Erasmus+ის ინოვაციურ პროექტს უხელმძღვანელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU უხელმძღვანელებს Erasmus+ის ერთერთ უმსხვილეს, ინოვაციურ ინსტიტუციური განვითარების პროექტს განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომელიც გააერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს ბელგიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, აგრეთვე, უკრაინიდან და კავკასიის რეგიონიდან.

"3E-Partnership პროექტი მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას და სხვა, მრავალ აქტივობას.
 
პარტნიორი უნივერსიტეტები:
  •  ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
  •  მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
  •  ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი
  •  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა
  •  დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა
  •  ADA-ს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
  •  ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
  •  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო
  •  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  •  ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველო
პროექტი 3 წელიწადს გაგრძელდება,"-ნათქვამია BTU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023