საზოგადოება
26/06/2020

გახარია: სოციალური დახმარების სისტემა გადასახედია, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას ამზადებს

პრემიერი სოციალური დახმარების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე აცხადებს. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვბის სამინისტროს რეფორმაზე უკვე მუშაობს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, შესაბამისად ამოცანა #1 არის, რომ არ გაგვიჩნდეს უმუშევარი ადამიანი, რომელსაც არ უნდა დასჭირდეს სოციალური დახმარებისთვის მიმართვა, თუმცა მსგავსი რამ გამორიცხული არ არის და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ასეთი შემთხვევებიც გვექნება," - თქვა პრემიერმა პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალური დახმარების მიზნობრიობის და კრიტერიუმების დამუშავების გადახედვის პროცესი, სისტემის რეფორმა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი რეფორმა.

„ამიტომ, პანდემიისას დახმარების მიმღებთა ქულების რაოდენობა 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე გავზარდეთ. ეს არის ის შუალედური გარდამავალი მომენტი, რომელიც ახლა დააზღვევს იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და ახლა იძულებული არიან, სოციალური დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართონ. თუმცა, ეს არის დროებითი. სოციალური დახმარების სისტემა, როგორც ქულების, ასევე მიზნობრიობის და აღრიცხვის ნაწილში გეთანხმებით, რომ გადასახედია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ რეფორმას ამზადებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023