საზოგადოება
22/09/2023

"გამკაცრებული ადმინისტრირების შედეგად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა 20%-ით გაიზარდა"

გამკაცრებული ადმინისტრირების შედეგად, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 20%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" კომპანია "ავტოტესტის" დამფუძნებელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.6 მილიონს შეადგენს,  ტექინსპექტირებაზე გავლილი ავტომობილების რიცხვი ყოველწლიურად 800 000-ს არ სცილდებოდა, რეფორმის გაჯანსაღებისათვის კანონში ცვლილებები შემუშავდა, მათ შორის ადმინისტრაციული გამკაცრება და გაზრდილი ჯარიმები.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგი დაიწყო, რამაც ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 

"ყველაზე მეტი ხარვეზი მაშუქ ხელსაწყოებზე მოდის, რადგან გარე ინტერიერის შემადგენელი ნაწილია და სავარაუდოდ მძღოლები მას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ამის შემდეგ, ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრებია, როგორიცაა გამონაბოლქვი და მუხრუჭები 

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ხილული გამონაბოლქვის გამო, 500-მდე ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა,“-აცხადებს იორდანიშვილი.

როგორც კომპანია"ავტოტესტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლმა მძღოლების ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგალითად,  გამოწვევა იყო კატალიზური გარდამქმნელების საკითხიც, რადგან წლების განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 700 000 კატალიზური გარდამქმნელის ექსპორტი განხორციელდა. იმ შემთხვევაში, თუ წვის სისტემა მოწესრიგებული არ არის, ის ადმინისტრირების ქვეშ ექცევა, შესაბამისად, მძღოლები ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რაც იორდანიშვილის ვარაუდით, ეკოლოგიაზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება ტარიფს, ის 2018 წელს დადგინდა და მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირება 60 ლარით განისაზღვრა, რაც ამ დრომდე არ შეცვლილა.

მისივე მტკიცებით, კადრების გადინების საკითხი მათ სფეროშიცაა და იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრის შენარჩუნება მოხდეს, საჭიროა არსებული ტარიფების გადახედვა, რათა დამსაქმებელმა დღევანდელ რეალობაზე მორგებული ანაზღაურების გადახდა შეძლოს.

ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.

თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.

თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით; იურიდიული პირი – 500 ლარით.

თუ პირი 300 [ფიზიკური] ან 500 [იურიდიული] ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში:

ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით;

იურიდიული პირი კი – 700 ლარით.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023