საზოგადოება
31/01/2022

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება. ცვლილება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" შედის. 

პროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, კონკრეტული კომპეტენციები, სამინისტროს ნაცვლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს განესაზღვრება. სამინისტრო კი, ისევ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა. 

უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენცია იქნება:

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა;

გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და
საზოგადოების ჩართულობის მიზნით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:

სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;

გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა;

გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა;

გზშ-ის ანგარიშის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა,
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ
დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის
განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის
წარდგენა;

გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

კანონპროექტი ითვალისწინებს დაჩქარებული წესით სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სრულად სხვა პირზე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაცემას. დაჩქარებული წესით სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21 დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას ნაცვლად არაუადრეს 26-ე და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა (სტანდარტული წარმოების შემთხვევაში). ამასთან არ იცვლება საზოგადოების შენიშვნებისთვის განსაზღვრული 15 დღიანი ვადა.

რაც შეეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სრულად სხვა პირზე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღებას, ნაცვლად 1 თვის ვადისა (სტანდარტული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში), პროექტით გათვალისწინებულია 10 სამუშაო დღე. დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კოდექსი არ ითვალისწინებს საექსპერტო კომისიის შექმნასა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადებას სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურების განხორციელების პროცესში. საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობა გათვალისწინებულია მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. ცვლილებების მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება საჭიროების
შემთხვევაში კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი ექსპერტ(ებ)ი, რომელთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023