საზოგადოება
12/06/2020

გიორგი გახარია: საქართველო სიმშვიდის მწვანე კუნძულია

საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს, - განაცხადა გიორგი გახარიამ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე.

პრემიერის თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა და ცალკეული ქვეყანა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს.

"როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით - როგორ დაგვემართა. ამიტომ, უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც, თუ რამეს მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად და ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემია და გვქონდეს მარტივი ფორმულა - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რით ვართ დაკავებულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023