საზოგადოება
05/11/2021

"გირჩი" პარლამენტში მარიხუანას მოხმარებაზე კანონპროექტს არეგისტრირებს

"გირჩი" პარლამენტში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს. 

დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, კანაფის და მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის სფეროდან ამოვა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ მოექცევა. 

"ადამიანები ციხეში არ უნდა გვეჯდეს იმის გამო, რაც უკვე რამდენიმე წელია ლეგალურია ამ ქვეყანაში",- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, 2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. 

"იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა.

ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023