საზოგადოება
20/10/2021

IDFI: აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის მაჩვენებელმა მოიმატა

2021 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0.61 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0.01 ქულით გაუმჯობესდა. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 139 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონულ რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის. ინფორმაციას IDFI ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის მსგავსად, 2021 წელს კორუფციის არარსებობის კრიტერიუმში საქართველოს 0.68 ქულა აქვს მინიჭებული. 2012-2021 წლების მაჩვენებლებს შორის 2020 და 2021 წლების შეფასება ყველაზე დაბალია. 

კორუფციის არარსებობის კრიტერიუმი სახელმწიფო ორგანოებში კორუფციის დონეს აფასებს. ამ კრიტერიუმით კორუფციად მიიჩნევა - მექრთამეობა, ზეგავლენით ვაჭრობა და სახელმწიფო რესურსების უკანონო განკარგვა. კორუფციის ეს სახეები მოწმდება სასამართლო, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სამხედრო/საპოლიციო ორგანოებში. 

აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებისას მხედველობაში მიიღება მექრთამეობის სიხშირე, არაფორმალური გადახდები, სახელმწიფო შესყიდვების ღიაობა, სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ფინანსების მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები.

სასამართლო სისტემის შემოწმებისას ფასდება სასამართლოში მექრთამეობის შემთხვევები და სასამართლო სისტემის ხელისუფლების, კრიმინალური დაჯგუფებების ან/და პირადი ინტერესების არასათანადო ზეგავლენისგან დაცულობა.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმართებით იზომება საკანონმდებლო ორგანოში ქრთამის აღების ან/და მიცემის შემთხვევები ხმათა ან პოლიტიკური მფარველობის სანაცვლოდ.

რაც შეეხება სამხედრო/საპოლიციო ორგანოებს, ამ ინდიკატორით ფასდება ორგანოებში მექრთამეობა და კრიმინალური დაჯგუფებების ან პირადი ინტერესების გამო არასათანადო ზეგავლენის დონე.

კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსით ყველაზე დაბალი შეფასება საკანონმდებლო ორგანოში კორუფციის არარსებობის ინდიკატორმა მიიღო და 2020 წლის მსგავსად, ის 0.51 ქულით შეფასდა.

კორუფციის არარსებობის დონე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული, თუმცა 2020 წელთან შედარებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებელი მცირედით გაუარესდა.

კორუფციის არარსებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში 0.58 ქულით ფასდება. 

კორუფციის არარსებობა სასამართლო ხელისუფლებაში - 0.72 ქულა. 

კორუფციის არარსებობა საპოლიციო/სამხედრო ორგანოებში - 0.89 ქულა. 

კორუფციის არარსებობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში - 0.51 ქულა. 

კორუფციის არარსებობის კრიტერიუმით საქართველო რეგიონულ რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ინარჩუნებს 2012 წლიდან, ხოლო გლობალურ რეიტინგში 2021 წლის მონაცემებით 139 ქვეყანას შორის 31-ე ადგილს იკავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023