საზოგადოება
11/03/2021

ირაკლი ქარსელაძე: 150 დასახლებული პუნქტის 366 000 აბონენტს წყალმომარაგება გაუმჯობესდება

წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე სახელმწიფო დანახარჯებს ზრდის. როგორც გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული"  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ბოლო რვა წლის განმავლობაში პროექტების ბიუჯეტი 10-ჯერ არის გაზრდილი.

ირაკლი ქარსელაძემ აღნშნა, რომ წყალმომარაგების პროექტები 150 დასახლებული პუნქტში მიმდინარეობს, რის შედეგადც 366 000 ადამიანს გაუმჯობესდება წყალმომარაგება, ამ კონტიგენტიდან 220 000-ს არასდროს ჰქონია ცენტრალური მომარაგება.

„2012 წელს წყლის კომანიის ბიუჯეტი 34 მლნ ლარი იყო, წელს კი 348 მლნ ლარია. 2019-2020 წლებში 500 მლნ ლარი დაიხარჯა და შედეგად, ზუგდიდს, ქუთაისს და ჭიათურას ამჟამად 24 საათიანი მომარაგება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ წყლის ორგანიზებულ მიწოდებაზე, არამედ ხარისხიანი წყლის მიწოდებაზე. ბევრი ასპექტია, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში იყო, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე მართვის სისტემებით, რომელიც მაქსიმალურ ეფეტიანობას იწვევს. რა თქმა უნდა ყველაფრის ერთად კეთება კარგი იქნებოდა, თუმცა ყველაფერს თავისი წინაპირობა აქვს ,“ - აცხადებს ქარსელაძე.

მინისტრის განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და ამ მიმართულებით მოსახლეობის უკმაყოფილებაც ნაკლები, 2022 წელს მაგისტრალების ძირითადი მონაკვეთების დასრულების შემდეგ და შედეგად ბიუჯეტში გათავისუფლებული მოცულობების მეტი წილი კი სწორედ წყალმომარაგებას მოხმარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023