საზოგადოება
09/03/2021

ირაკლი ქარსელაძე: დამთავრებული გზის ყოველი მონაკვეთი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

„რეგიონალური განვითარების ყველა პროექტი, იქნება ეს გზა, წყალი, თუ სხვა მუნიციპალური მიმართულება შეიცავს სოციალურ კომპონენტსაც. ყოველი დამთავრებული გზის მონაკვეთი უკვე ახალ შესაძლებლობას აჩენს ადამიანების დასაქმების და ამა თუ იმ საქმიანობების განხორციელების თვალსაზრისით,“ -  საკითხის შესახებ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, მაღალბიუჯეტიანი მაგისტრალური პროექტების განვითარებისას დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მონაწილეობა როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით. მინისტრმა ასევე აღნიშნა ე.წ. მოედნების ლოგისტიკურ მნიშვნელობაზეც, რომლებიც გზების მიმდებარედ უკვე მოეწყო და რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას უფრო კონსოლიდირებულად საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს.

"ეს შეიძლება იყოს რეწვის გარკვეული მიმართულებები ან ახალი ბიზნეს იდეები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად წინ წამოიწევს, ჩვენი მხრიდან ეს ხელშეწყობა ნაწილობრივ, უკვე არის. საგზაო უსაფრთხოებაც დაცულია, სანიტარული პირობებიც შექმნილია და მიმდინარეობს მათი მომზადება კონცეპტუალურად ახალი შეთავაზებების, ახალი კონცეფციის იდეებისთვის", - განაცხადა გადაცემაში ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის შეფასებით, მსგავსი მოედნების მოწყობა არის ერთგვარი გადაწყვეტა, როცა სახელმწიფო ქმნის ინფრასტრუქტურას, ბიზნესი კი უკეთეს გარემოში ინაცვლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023