საზოგადოება
10/03/2021

ირაკლი ქარსელაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია

ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობაზე საუბრობს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, თუმცა მიუხედავად რეალურად არსებული სამუშაო ადგილებისა, რიგ შემთხვევებში დასაქმებული პირები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

"პანდემიამდე დასაქმების ფორუმი არაერთხელ მოგვიწყვია, თუმცა არის შემთხვევები (ძირითადად, მაგისტრალური პროქტების შემთხვევაში), როცა მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ეს მიმართულება, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დეფიციტურია. როდესაც ადამიანს ამბიცია აქვს, გამოცდილებაც ზურგს უნდა უმაგრებდეს და ხშირად აცდენებია მოლოდინებსა და შესაძლებლობებს შორის,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრი აცხადებს, რომ ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით კვალიფიციური კადრები გამოწვევაა, რომელთა გადაჭრასაც განათლების სამინისტროსა და პროფესიულ სასწავლებლებთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება.

"ჩვენ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვცვლიდით. შეუძლებელია ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა , თუმცა, პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, რომ კონკრეტულ მომენტში ეს დეფიციტი შეივსოს. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს რეგიონალურ პროფესიულ სასწავლებლებთანაც და რომ არა პანდემია, უკეთესი განვითარება გვექნებოდა. უფრო მეტი ადგილობრივის ჩართულობა - ეს პრინციპი ჩვეთნვის განუხრელი და მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023