საზოგადოება
06/08/2023

ირაკლი კობახიძე: გრძელდება ძებნის სამუშაოები, ყველა უწყება ჩართულია, სურათი არის მძიმე

გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზს, აჯობებს, ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, 18 ადამიანია დაკარგული. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023