საზოგადოება
21/12/2020

ირაკლი ზარქუა: სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების პროგრამა ხარვეზებით მუშაობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების პროგრამა ხარვეზებით მუშაობს. ზარქუა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პრობლემის მოგვარებას ურჩევს.

„ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამას უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს. ჩვენ ახლა რომ წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ "ტეხასმოტრს" აძლევენ, თუმცა მანქანა გამოდის ისევ არასახარბიელო მდგომარეობაში და აბინძურებს გარემოს.

პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, სადაც შსს-ს ექნება ვალდებულება, რომ ვიზუალური აღქმის პირობებში გააჩეროს, გადაამოწმოს და დააჯარიმოს კიდეც. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. კონკრეტული ჯგუფები არიან, ვინც აქირავებენ მოწყობილობებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიაროს ტექდათვალიერება, ზუსტად 1 საათით. შემდეგ უკან უბუნებენ პატრონს და დადის მანქანები, რომელიც გარემოს აბინძურებენ“,- განაცხადა ზარქუამ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ტექდათვალიერების კომპანიები სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ტექდათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ მიმართვიანობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა. წლის ბოლოსთვის სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერება ავტოპარკის ნახევარსაც არ გაუვლია, სფეროს წარმომადგენლები მიზეზად აღსრულების მექანიზმის ნაკლოვანებებს ასახელებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023