საზოგადოება
26/06/2020

იუსტიციის სახლები წელს წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში გაიხსნება

სერვისების მიტანა მოსახლეობამდე და ე.წ ფრონტ ოფისების გადატანა ადგილებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - განაცხადა პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, ამისთვის გამოყენებულია იუსტიციის სახლები, რომლებიც უკვე აშენდა ბოლნისში და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში. გარდა ამისა, უკვე ფუნქციონირებს 11 საზოგადოებრივი ცენტრი, დასრულებულია კიდევ 3 საზოგადოებრივი ცენტრი - ხობში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.

„საზოგადოებრივი ცენტრები არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მოსახლეობას ადგილზე მივაწვდით. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივები თბილისში ჩამოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად, როგორ გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ეს ადგილზე იქნება შესაძლებელი, რითაც ჩვენ მათ ცხოვრებას ვუმარტივებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023