საზოგადოება
16/08/2023

ივლისში ქუთაისის აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 189 166 მგზავრმა ისარგებლა, მაჩვენებლი 123%-ით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ასევე ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა და 517 რეისს მიაღწია.

სტაბილური ზრდა არის 7 თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი-ივლისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 76 %-ით მეტია.

2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023