საზოგადოება
12/01/2022

ჯუთა-ომალოს ბილიკი, ხიდები, კლდის საფეხურები - რა გაკეთდება ყაზბეგსა და თუშეთში

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის ბილიკები მოეწყობა და ქოხები აშენდება, გაკეთდება ხიდები, კლდის საფეხურები.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მოწვევა სატენდერო წინადადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24.3 მლნ ლარია. 

პროექტი ითვალისწინებს ჯუთა-ომალოს ბილიკების ქსელს, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთა მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს. მისი საერთო ფართობი 341 260.4 ჰა-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.

საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები.

ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება. ჯაჭვის მოაჯირი, როგორც დამცავი ბაგირი, ბილიკის ორ მონაკვეთზე განთავსდება. (ჯამში 130 მეტრი). კლდოვან რელიეფზე ჰორიზონტალური საფეხურები მარშრუტის ერთ მონაკვეთზეა გათვალისწინებული. (ჯამში 30 მეტრი). 

მონიშვნისათვის მოეწყობა:

• ორწარწერიანი მანიშნებელი დაფა - 81 ცალი
• ერთწარწერიანი მანიშნებელი დაფა - 39 ცალი
• უწარწერო - 184 ცალი
• ბოძი მანიშნებელი დაფისთვის - 124 ცალი
• ცალმხრივი საინფ. დაფა - 18 ცალი
• ადგილის ნიშანი - 31 ცალი
• წყლის ნიშანი - 2 ცალი
• ქვათაცვენის ნიშანი - 2 ცალი
• ბოძი ნიშნულისთვის - 3 ცალი
• ლოგოიანი სტიკერი - 124 ცალი

პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

• აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.
• არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

ყველა ქოხი ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით - ხე, ფიქალი, ქვის წყობა. 

სამუშაოები დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023