საზოგადოება
30/11/2021

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. 

კახა კალაძემ ვიცე-მერის თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძის კანდიდატურა დაასახელა, აგრეთვე მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი არიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია. 

რაც შეეხება მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელის კანდიდატურებს:

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ვალერი ჭიღლაძის კანდიდატურა დასახელდა; ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის;  ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიგა გიგაშვილის;კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი გულავას; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად სერგო ბირკაძის; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გელა ჩივიაშვილის; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი პაპავას; საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გაიოზ თალაკვაძის; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძის; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად კახა გულედანის კანდიდატურები დასახელდა. 

თბილისის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს ლევან ჯღარკავა, ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელად კი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა. 

შეგახსენებთ, კახა კალაძე თბილისის მერად მეორედ აირჩიეს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023