საზოგადოება
12/10/2021

კახა კუჭავა: მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირება მალე უნდა მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საცხოვრებელი კორპუსების მიშენებებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ემხრობა. 

მისი თქმით, მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადაში უნდამოხდეს. 

"ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს. მინიმუმ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს აქედან  და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, ამ საკითხების ერთად თავმოყრა და შემდეგ, მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება მოხდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023