საზოგადოება
09/06/2020

კარლ ჰარცელი: საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დასაქმების საკითხს მხარს დავუჭერ

საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში სავარაუდოდ, მოხსნის იმ პრობლემებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის მოქმედების პროცესში ვაწყდებით - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს.

როგორც მან პასუხობს სოციალური მედიით დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში დასაქმება დადებითი მოვლენა იქნება და ამ შესაძლებლობის განხილვას მხარს დაუჭერს.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებში არსებობს დასაქმების გარკვეული შესაძლებლობები, თუმცა, რამდენად სწრაფად და როგორ განვითარდება ეს პროცესი, ჯერ ვერ ვისაუბრებ. მე ვიცი, რომ მთავრობა და პრეზიდენტი ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ინტენსიურად საუბრობენ. პრინციპში, მე მხარს ვუჭერ ყოველივე ამას, რადგან მიმაჩნია რომ ასეთი შესაძლებლობები ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლების გაჩენას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და დასაქმების კანონიერი გზების გაჩენას, რაც სავარაუდოდ მოხსნის იმ გარკვეულ პრობლემებს რომელბსაც ჩვენ ვაწყდებით ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის მოქმედების პროცესში. ამ მიზეზების გამო მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში დასაქმება დადებითი მოვლენა იქნება და მხარს დავუჭერ ამ შესაძლებლობის შემდეგ განხილვას“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023