საზოგადოება
19/10/2020

Keto Diet - აპლიკაცია ჯანსაღი და ინდივიდუალური რაციონის დაგეგმვისთვის

Keto Diet App - წონის კორექტირების აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვაში ეხმარება.

Keto Diet App–ის თანადამფუძნებლის მერაბ გოცირიძის თქმით, აპლიკაცია, მომხმარებელს უგენერირებს მასზე მორგებულ დიეტის გეგმას წუთებში. მომხმარებელი უთითებს რა ტიპის ატივობითაა დაკავებული, როგორი საკვები ურჩევნია და ასე შემდეგ.

„იქიდან გამომდინარე, რომ Keto Diet–ზე მოთხოვნა დიდია აშშ-ს, რუსეთისა და ზოგადად გლობალურ ბაზარზე, ამ დიეტის გენერირება საქართველოში დავიწყეთ. ჩვენი პროგრამის უნიკალურობა არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აანალიზებს მომხმარებლის მიღწევებს და ამის მიხედვით უახლებს დიეტას. ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებისთვის დამახასიათებელი კულტურა და სამზარეულო. პროგრამა აქტიურად მუშაობს. დახლოებით ერთი წელია, რაც ამერიკის ბაზარზე ვართ. თვეში 500 დიეტას ვყიდით, რომლის 40% აგრძელებს ყოველთვიური გეგმის ყიდვას,“ – აღნიშნავს მერაბ გოცირიძე. 

მისივე თქმით, GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში მიღებული გრანტი აპლიკაციის და სხვადასხვა სერვისის დამატებას, ასევე სხვა ქვეყნის ბაზარზე გასასვლელად მარკეტინგული აქტივობებისთვის დაიხარჯება.

„Keto Diet–ების გარდა, აპლიკაციაში სხვა დიეტების გენერირება მოხდება. ასევე გვჭირდება, ჯამრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კვების რაციონის პროგრამის შექმნა.

პროგრამა დაახლოებით 1 წელია მუშაობს და დღემდე განხორციელებულია 40 ათასი ლარის ინვესტიცია. რაც შეეხება, GITA-ს პროექტს, იმაზე მეტი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. უცხოელი მენტორები ამ დროის განმავლობაში ძალაინ დიდ ცოდნას გაძლევენ,“ – აღნიშნავს Keto Diet App–ის დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023