საზოგადოება
20/09/2023

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები - მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მარიამ შაიშმელაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სააგენტოს წარმომადგენელი, ტარიელ გიორგაძე და მომხმარებლის დეპარტამენტის თანამშრომლები ლანა გელაშვილი და თამარ ჩანტლაძე ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.

სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ქ. ვილნიუსში, 2023 წლის 18-23 სექტემბერს, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (EU Twinning) მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია - ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავების მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი და საერთაშორისო  პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება. ასევე, სამართლებრივი და გზამკვლევი დოკუმენტაციის დამუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება, ცნობიერების ამაღლების მიზნით - სამიზნე აუდიტორიასთან თანამშრომლობის  გეგმის დეტალური განსაზღვრა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის შეხვედრები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარეობს - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროში. ასევე, ლიეტუვის ბანკში, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებში, უზენაეს სასამართლოში, პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023