საზოგადოება
01/02/2021

კოოპერატივების საქმიანობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა გახანგრძლივდება

2020 წლის 1-ელ იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამერნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს განესაზღვრებათ დამატებითი ვადა, რათა მათ შეძლონ წესდებისა და მათი საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ცვლილება „სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კოოპერატივებს ვადა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ, ცვლილებით კი, ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა.

კანონპროექტით, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები ვალდებულები იქნებიან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

2019 წლის 11 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც დადგინდა სტატუსის მქონე კოოპერატივების სავალდებულო საპაიო შენატანი, რაც არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები. ამასთან, კოოპერატივებში (მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ერთეულების გარდა) წევრთა მინიმალური რაოდენობა გაიზარდა 9-მდე. სავალდებულო გახდა კოოპერატივების წესდებაში ასოცირებული წევრის მიღების წესის გაწერა. მიღებულ კანონში, უკვე რეგისტრირებულ კოოპერატივებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე განესაზღვღათ ვადა იმისათვის, რომ საკუთარი წესდებები და პაის ოდენობა საკანონმდებლო ცვლილებასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. დაწესებული ვადის 1 წლით გახანგრძლივება კი, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულმა სირთულეებმა განაპირობა.

გადავადებით დაახლოებით 800 კოოპერატივი ისარგებლებს.

„კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს მცირედი ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადის განსაზღვრა შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის დაკარგვის რისკს. სტატუსის მოპოვება უმნიშვნელო, მაგრამ მაიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, კოოპერატივების წევრები აღარ გასწევენ დამატებით ხარჯებს. ასევე, გავლენას იქონიებს მეპაიეების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მათ საპაიო შენატანის შეტანა მოუწევთ კანონით დადგენილი ოდენობის მიხედვით.

პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლამდე არსებობს კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტის რისკი, რამაც შესაძლოა უმნიშვნელო ფინანსური შედეგი იქონიოს კოოპერატივის წევრთათვის, რამდენადაც სტატუსის მოპოვება მცირე, მაგრამ მაინც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023